ბუნდესლიგა ნაადრევად სრულდება? – გერმანია ჩემპიონის გარეშე

კორონავირუსის პანდემიის გამო, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად განიხილავს მიმდიმარე სეზონის შეჩერებას.

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენათა ნებისმიერ გამვითარებისთვის. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ როდესაც შეუძლებელია მატჩების ჩატარება, სეზონი შეიძლება შეწყდეს ან ნაადრევად დასრულდეს. მიზანი, რა თქმა უნდა, სეზონის ჩვეული ფორმით დასრულებაა, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ჯდანცვაის სამინისტროს ეთქმის. მათ უნდა მიიღონ მკაფიო გადაწყვეტილებები”,-თქვა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ფრიდრიხ კურტისმა.

არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ გერმანიაში უახლოესი კვირის განმავლობაში ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერდება.

მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტია ის, რომ 26-ე ტურის შემდეგ სეზონი დასრულდეს და ევროტურნირების საგზურის მფლობელი გუნდები არსებული შედეგებით გამოვლინდნენ. თუმცა, ჩემპიონის ტიტული არცერთ გუნდს გადაეცემა.

რაც შეეხება გასავარდნ ზონას, გერმანიაში მეორე ბუნდესლიგიდან 4 გუნდის დაწინაურებას და გათამაშების 22 გუნდამდე გაზრდას აპირებენ, ასე რომ საფრთხე არცერთ იმ გუნდს ელის, რომელიც “წითელ ზონაშია”.

(128)

ბუნდესლიგა ნაადრევად სრულდება? – გერმანია ჩემპიონის გარეშე

სტატიის ავტორი
-