“ეს ყოველ წელს ხდება” – პიონტეკი მილანით უკმაყოფილოა 

2019 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას “მილანმა” “ჯენოადან” შესანიშნავ ფორმაში მყოფი ახალგაზრდა თავდამსხმელი კჟიშტოფ პიონტეკი დაიმატა. პოლონელ ფორვარდს შედეგიანი სეზონი გამოუვიდა და ჯამში სერია A-ში 22 გოლი გაიტანა. თუმცა, მიმდინარე გათამაშება 24 წლის ფეხბურთელისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა და იანვარში “როსონერიმ” ის ბერლინის “ჰერტაში” 27 მილიონად გაყიდა.

პიონტეკი, რომელიც როგორც ჩანს, იტალიურ კლუბში გატარებული პერიოდით უკმაყოფილოა, ამბობს, რომ “შავ-წითლები” სატრანსფერო ბაზარზე არასტაბილურად მუშაობენ.

“ეს უკვე ტრადიციად იქცა. “მილანისთვის” ფეხბურთელების გაშვება ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი თავდამსხმელს ყოველწლიურად ცვლიან”,-თქვა პოლონელმა.

პიონტეკის წარუმატებელი თამაში შესაძლოა “მილანში” არსებული “9 ნომრების წყევლით” იყოს განპირობებული. ლეგენდარული ფილიპო ინძაგის შემდეგ, გუნდში თავის დამკვიდრება ისეთმა თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს, როგორებიც გონსალო იგუაინი, ანდრე სილვა, ჯანლუკა ლაპადულა, ლუის ადრიანო, ფერნანდო ტორესი, მატია დესტრო, ალესანდრო მატრი და ალეშანდრო პატო არიან, მათში კლუბმა 140 მილიონზე მეტი დახარჯა.

(112)

“ეს ყოველ წელს ხდება” – პიონტეკი მილანით უკმაყოფილოა 

სტატიის ავტორი
-