ჰაკიმი ბაიერნის სქემებს ვერ ერგება – მაროკოელი მიუნხენში არ გადავა 

მიუნხენის “ბაიერნმა” მადრიდის “რეალის” მცველის აშრაფ ჰაკიმის დამატება გადაიფიქრა. ინფორმაციას გერმანული პრესა ავრცელებს.

“სამეფო კლუბის” ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად დორტმუნდის “ბორუსიაში” იჯარის წესით ირიცხება, ბავარიულმა გრანდმა სათამაშო სქემის გამო დაიწუნა. საქმე ისაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის ტექნიკური შესაძლებლობები განიხილა და შემდეგი დასკვნა გამოიტანა: მაროკოელს 4-3-3 ფორმაციით თამაში უჭირს, ის თავს თავისუფლად 3-4-3 სქემაში გრძნობს, რომლის გამოყენებასაც უახლოეს წლებში “რეკორდმაისტერი” არ აპირებს.

სამაგიეროდ, ასე არ ფიქრობს მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც 21 წლის მარჯვენა მცველით მოხიბლულია და მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

ამ სეზონში, ჰაკიმი “დორტმუნდის” მაისურით მოედანზე 45-ჯერ გამოჩნდა, 9 ბურთი შეაგდო და ათჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

(2)

ჰაკიმი ბაიერნის სქემებს ვერ ერგება – მაროკოელი მიუნხენში არ გადავა 

სტატიის ავტორი
-