ჰავერცი ჩელსის ფეხბურთელია – არისტოკრატების ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი 

ლონდონის “ჩელსიმ” კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა.

ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ევროპულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა, საბოლოოდ დადასტურდა.

კაი ჰავერცის სანაცვლოდ “არისტოკრატებმა” ლევერკუზენის “ბაიერს” 80 მილიონი ევრო გადაუხადეს. ყველაზე დიდი თანხა, რაც ფრენკ ლამპარდის გუნდს ერთი კონკრეტული ფეხბურთელის შესაძენად დაუხარჯავს, კეპა არიზაბალაგას ბილბაოს “ატლეტიკიდან” 71.6 მილიონ ევროდ შეძენა იყო.

“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ასეთ დიდ კლუბში თამაში ოცნების ასრულებაა”, – თქვა ნიჭიერმა გერმანელმა.

21 წლის ფეხბურთელმა “ფარმაცევტების” მთავარი გუნდის შემადგენლობაში, 3 წელიწადში, 150 მატჩში 46 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა გააკეთა.

(26)

ჰავერცი ჩელსის ფეხბურთელია – არისტოკრატების ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი 

სტატიის ავტორი
-