ლეროი სანემ ბაიერნში პირველად ივარჯიშა (ვიდეო)

ლეროი სანემ მიუნხენის “ბაიერნში” პირველად ივარჯიშა. ამის შესახებ ბავარიული კლუბის სოციალურ ქსელში ვიგებთ.

რეკორდმაისტერისTwitter-ის გვერდზე გამოვეყნდა პოსტი, სადაც ჩანს, რომ 13 ივლისს გამართულ ვარჯიშზე, გერმანელი ვინგერი “წითლების” მაისურშია გამოწყობილი და ვარჯიშობს.

“აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ”, – ამბობს 24 წლის შემტევი, რომელიც გერმანიის ბოლო 8 სეზონის ჩემპიონმა 49 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ცნობილია ისიც, რომ “მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი “ბაიერნში” 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელსაც ამჟამად ფილიპე კოუტინიო ირგებს.

სანე “ქალაქელებს” 2016 წლის აგვისტოში, მშობლიური “შალკედან” 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, 135 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა, 45 საგოლე გადაცემა გააკეთა, 2-ჯერ პრემიერლიგა, 2-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ასოციაციის თასი და 2-ჯერ ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

(12)

ლეროი სანემ ბაიერნში პირველად ივარჯიშა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-