ლევანდოვსკის შემცვლელად – ბაიერნმა კავანისთან მოლაპარაკება დაიწყო

მიუნხენის “ბაიერნი” ედინსონ კავანის დამატებით ინტერესდება.

ურუგვაელ თავდამსხმელს, რომლის კონტრაქტი “პარი სენ-ჟერმენთან” 30 ივნისს ამოიწურა, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა როგორც მათი მთავარი ვარსკვლავის – რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად, ისე განიხილავს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, 33 წლის ფორავრდს საკუთარი ძმა და აგენტი წარმოადგენს, რომელის ბავარიაში იმყოფება და “რეკორდმაისტერის” მმართველებს ხვდება.

გარდა გერმანიის ბოლო 9 სეზონის ჩემპიონისა, კავანის დამატება ლისაბონის “ბენფიკას” და მადრიდის “ატლეტიკოს” ინტერესებშიც შედის.

კავანიმ პარიზულ გრანდში 2013-2020 წლებში 200 გოლის გატანა მოახერხა, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სხვა მრავალ ტიტულთან ერთად, 6-ჯერ ლიგა 1 მოიგო.

(27)

ლევანდოვსკის შემცვლელად – ბაიერნმა კავანისთან მოლაპარაკება დაიწყო

სტატიის ავტორი
-