მიულერი გერმანული ფეხბურთის რეკორდსმენი გახდა 

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი თომას მიულერი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გერმანიის სუპერთასის მატჩში, მიუნხენურმა კლუბმა დორტმუნდის “ბორუსიას” – 3:2 მოუგო.

მიულერისთვის ეს პროფესიონალურ კარიერაში მოგებული 27-ე ტიტული გახლდათ, მან ამ შედეგით ყოფილ თანაგუნდელს და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ, ბასტიან შვაინშტაიგერს გაასწრო.

მიულერი “რეკორდმაისტერის” აკადემიის აღზრდილია და 2008 წლიდან მთავარ გუნდში თამაშობს. 31 წლის შემტევი 9-ჯერ გერმანიის ჩემპიონი გახდა, ექვს-ექვსჯერ თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგას და ევროპის სუპერთასს დაეუფლა. 2014 წელს, მიულერმა ბუნდესნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

(37)

მიულერი გერმანული ფეხბურთის რეკორდსმენი გახდა 

სტატიის ავტორი
-