ფრანკფურტის აინტრახტმა რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა

ფრანკფურტის “აინტრახტმა” რუსულ IT კომპანია Kaspersky-თან კონტრაქტი გაყწვიტა.

კლუბის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, სხვა საკითხებთან ერთად, მოხსენიებულია შეშფოთება იმის თაობაზე, რაც განაპირობებს კლუბის გადაწყვეტილებას შეწყვიტოს თანამშრომლობა ერთ-ერთ პრემიუმ პარტნიორთან. “კასპერსკი” კლუბს ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდის.

გერმანიის ინფორმაციული უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა წინა კვირას რეკომენდაცია გაუწია ადგილობრივ ბიზნესს შეწყვიტოს კავშირი რუსულ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებთან. “აინტრახტის” განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან დაეთანხმონ ამ განცხადებას.

ბევრი გერმანული ბიზნესის მსგავსად, ქვეყნის საფეხბურთო კლუბებს უჭირთ რუს პარტნიორებთან ურთიერთობის შეწყვეტა. “აინტრახტმა“, იმდენად დიდად იყო დამოკიდებული ტექნოლოგიურ კომპანიაზე პროგრამული მომსახურების კუთხით, , რომ საკმაო დრო დასჭირდა შეთანხმებიდან გამოსასვლელად გარკვეული დრო დასჭირდა.

აინტრახტი” გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებული 26 შეხვედრის შემდეგ 37 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს

 

ფრანკფურტის აინტრახტმა რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა

სტატიის ავტორი
-