პირველი მატჩი ბუნდესლიგაში, რომელსაც გულშემატკივარი დაესწრება 

გერმანიის ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშება ბრემენისვერდერისა” და ბერლინის “ჰერტას” დაპირისპირებით გაიხსნება.

როგორც გერმანული გამოცემა Kicker-ი წერს, ეს ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა იქნება, რომელსაც გულშემატკივარი დაესწრო.

წყაროს ცნობით, ბრემენის ფედერალური შტატის ხელისუფლებამ, რეგიონში COVID 19-ის გავრცელების დაბალი დონისა და თავად ვერდერში ჩატარებულ სანიტარული ზომებიდან გამომდინარე, 8 500 გულშემატკივარს სტადიონზე დასწრების ნება დართო (სტადიონის ტევადობის 20%).

გერმანიის ცენტრალური ხელისუფლების ბრძანდებით, 31 ოქტომბრის ჩათვლით, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება აკრძალულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას რეგიონალური ორგანოები იღებენ.

(188)

პირველი მატჩი ბუნდესლიგაში, რომელსაც გულშემატკივარი დაესწრება 

სტატიის ავტორი
-