რუმენიგემ ბაიერნის მომავალ მწვრთნელზე ისაუბრა 

“ბაიერნის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაიზიარა თავისი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი მომავალში.

ვფიქრობ, ჩაბი ალონსო შეიძლება “ბაიერნისთვის” საინტერესო მწვრთნელი იყოს მომავალში. ის დიდი და ჭკვიანი კაცია. მან იცის, როგორ უნდა გაუგოს ფეხბურთელებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამჟამინდელი თაობის მოთამაშეთათვის. მასთან ხშირი კონტაქტი მაქვს”, – თქვა რუმენიგემ.

ბავარიული გრანდის, მადრიდის “რეალის”, “ლივერპულის” და ესპანეთის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი ამჟამად “რეალ სოსიედადის” მეორე გუნდის მწვრთნელად მუშაობს.

ალონსო “რეკორდმაისტერის” ღირსებას ის 2014-17 წლებში იცავდა. ამ პერიოდში, ბასკ ფეხბურთელს რუმენიგესთან და “ბაიერნის” სხვა უმაღლეს წარმომადგენლებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

რუმენიგემ ბაიერნის მომავალ მწვრთნელზე ისაუბრა  1

ერთი შეხედვით, რუმენიგეს სიტყვები შეიძლება გავიგოთ, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ გუნდი ამჟამინდელ მწვრთნელთან, ჰანს ფლიკთან გამომშვიდობებას გეგმავს, თუმცა როგორც “ბაიერნის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, მსგავსი რამ უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

“იმედი მაქვს, რომ ფლიკი ჩვენთან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იმუშავებს. ის პირველი მწვრთნელია, რომელიც მჯერა, რომ ბაიერნში დიდ დროს გაატარებს”, – აღნიშნა ფლიკმა.

(911)

რუმენიგემ ბაიერნის მომავალ მწვრთნელზე ისაუბრა 

სტატიის ავტორი
-