ჟერომ ბოატენგი: “პრემიერლიგაზე უარს არ ვიტყოდი” 

მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა თქვა, რომ ის ინგლისის პრემიერლიგის კლუბში გადასვლით დაინტერესებულია.

პრემიერლიგაზე უარს არ ვიტყოდი. მე მომწონს ინგლისის ჩემპიონატის მატჩების ყურება და იქ სიამოვნებით ვითამაშებდი. ინგლისში ბევრ უმაღლესი დონის ფეხბურთელთან მითამაშია და თუ პრემიერლიგაში დავბრუნდები, ეს გამოცდილება გამომადგება. არ ვიცი რა მოხდება შემდეგ, მაგრამ არ ვიტყვი, რომ არ მსურს ინგლისში თამაში. ეს ნამდვილად ჩემი საყვარელი ჩემპიონატია”, – თქვა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა.

ბოატენგი “ბაიერნში” “მანჩესტერ სიტიდან” 2011 წლის ზაფხულში, 13.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და სხვა ბევრ ტიტულთან ერთად, 8-ჯერ ბუნდესლიგა, 2013-ში კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

(22)

ჟერომ ბოატენგი: “პრემიერლიგაზე უარს არ ვიტყოდი” 

სტატიის ავტორი
-