ჩისკო: მინდა ვთხოვო გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე!

215
ნახვა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “გაბალასთან” ჩასატარებელი საპასუხო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ჩისკო მუნიოსმა, მოახლოებული მატჩისა და ზოგადად გუნდში არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა:

“ჩვენს ფეხბურთელებს ბოლომდე ვენდობით ამიტომ ძირეული ცვლილებები არ იქნება, მეტოქე საკმაოდ ძლიერია და მისი დაუფასებლობა არ შეიძლება, ამიტომ აბსოლუტურად მომზადებულები ვიქნებით.

გეთანხმებით ძალიან მჭიდრო კალენდარი გველის წინ, ახლა ჩვენი გეგმები მხოლოდ ამ თამაშზე გვაქვს აგებული, ეს ფეხბურთია, ჯერ “გაბალას” ბარიერი უნდა დავძლიოთ შემდეგ კი შიდა ჩემპიონატში “ლოკომოტივის” დამარცხებაზე ვიფიქროთ. 

მეჯუბი წინა თამაშში ჩემი გადაწყვეტილებით არ მოხვდა განაცხადში, ხვალ იგი 18 კაციან განაცხადში აუცილებლად იქნება.

პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ბოლომდე ვითამაშებთ, ყველა გუნდს აქვს უნარი ნებისმიერი ანგარიში დააფიქსიროს, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება ლევან შენგელიას, იგი დღესდღეობით ჩვენი გუნდის წევრია, შემიძლია ვთქვა რომ საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია და უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია, იგი ამ თამაშისთვისაა კონცენტრირებული და 100%-ით დაიხარჯება. 

აუცილებლად გვჭირდება გულშემატკივართა დახმარება, მინდა ვთხოვო ყველას რომ მოვიდნენ თამაშზე.

 

პრესკონფერენციაზე კომენტარი დინამო თბილისის ნახევარმცველმა, გიორგი პაპავამაც გააკეთა:

“ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ თამაშის მოსაგებად, გვქონდა უფრო მეტი მომენტი, ჩვენი თამაშიც ბევრად აგრესიული იყო, თუმცა ხვალინდელ მატჩში მოდუნების უფლება არ გვაქვს და ისევე მაქსიმალურად დავიხარჯებით, ისევე როგორც აზერბაიჯანში.

პირველი თამაშის შემდეგ გასახდელში ვთქვით რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა, იგივე თქვა ჩისკომაც, ამიტომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს, სპორტი არ გვაძლევს ამის საშუალებას, ამის უამრავი მაგალითი არსებობს და იმედი მაქვს რომ იგივე არ მოგვივა.”

(215)

ჩისკო: მინდა ვთხოვო გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე!

სტატიის ავტორი
-