დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა?

378
ნახვა

ქართული ფეხბურთის ფლაგმანი, დინამო თბილისი მორიგ ტრანსფერთან ახლოსაა, Live.ge-ს ინფორმაციით, თბილისელებმა განელ კვამე კარიკარისთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და ყველაფერი სამედიცინო შემოწმებაზეა დამოკიდებული, რომელსაც კარიკარი ხვალ გაივლის. აღსანიშნავია რომ კარიკარი ამჟამად თბილისში იმყოფება და სამედიცინო შემოწმების გავლას სწორედ დედაქალაქში ელოდება.

განელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უასპარეზია, მათ შორის შვედურ “აიკში”, იგი ამჟამად 27 წლისაა და თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს.

შეგახსენებთ რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე დინამო თბილისი საკმაოდ გაძლიერდა და გუნდში არაერთი ფეხბურთელი დაიმატა.

აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა ჩემპიონატში ბოლო 7 თამაშიდან შვიდივე მოიგეს, ევროპა ლიგის საკვალიფიცაკიო ეტაპის პირველ მატჩში კი ანდორული ენგორდანი შინ ანგარიშით 6:0 გაანადგურეს.

(378)

დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა?

სტატიის ავტორი
-