გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 4-ჯერ გაიზარდა

ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე საგრძნობლად გაიზარდა.

“ვალენსიას” 20 წლის ქართველი მეკარე ესპანეთში ტრანსფერამდე 800 ათას ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი მისი ღირებულება თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და ის 3 მილიონი ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა. ამ თამაშებში გიორგიმ კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა, ჯამში კი 7 ბურთი გაუშვა. ბოლო შეხვედრებში ქართველმა მეკარემ შეცდომები დაუშვა, რის გამოც სასტარტო 11-ეულში იასპერ სილესენი დაბრუნდა.

როგორც იცით, გიორგი ჯერ კიდევ “დინამო თბილისის” საკუთრებაა. მისი გამოსყიდვის უფლება “ვალენსიას” ჯერ ახალ წლამდე, შემდეგ კი სეზონის ბოლოს შეეძლება.

 

(302)

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 4-ჯერ გაიზარდა

სტატიის ავტორი
-