გვარდიოლას ინტერვიუ ემინემის ფონზე

პრემიერ ლიგის მე-15 ტურში გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” “ნიუკასლს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე ილქაი გიუნდოგანმა გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე ფერან ტორესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

14 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ “სიტი” 26 ქულით პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდგომ კომენტარისას გულშემატკივრების ყურადღება თავისი ჰუდითა და საწვიმარით მიიპყრო, ამ ჩაცმულობით პეპი ნამდვილ რეპერს გავდა.

TV 2 Sport-ის სპორტული კონტენტის შემქმნელმა, კრისტიან ფონ შტრენგ ჰერემ გადაწყვიტა გვარდიოლას ერთ-ერთი პასუხისთვის ემინემის ცნობილი ჰიტი “Lose Yourself” მოერგო, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა – კლიპი “ტვიტერზე” ვირუსული ჰიტი გახდა.


 

(72)

გვარდიოლას ინტერვიუ ემინემის ფონზე

სტატიის ავტორი
-