კეიტა ბალდე: “მე რომ ბარსელონას პრეზიდენტი ვიყო, ნეიმარს ხვალვე შევიძენდი”

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელს კვლავ მის ყოფილ გუნდს, კატალონიის “ბარსელონას” უკავშირებენ.

როგორც ცნობილია, “ბარსელონას” მესვეურები გეგმავენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ნეიმარის დასაბრუნებლად ძალ-ღონე არ დაიშურონ, ფრანგების მთავარი საფიქრალი კი ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ფასია. 2017 წელს “პსჟ-მ” ნეიმარში რეკორდული ფასი გადაიხადა, რითაც ეს უკანასკნელი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

კეიტა ბალდე: "მე რომ ბარსელონას პრეზიდენტი ვიყო, ნეიმარს ხვალვე შევიძენდი" 1

აღნიშნულ მოვლენას “მონაკოს” ფორვარდი კეიტა ბალდე გამოეხმაურა.

“ნეიმარი საოცარი ფეხბურთელია. როდესაც ბრაზილიელი ბურთს ეუფლება ის უკონტროლო ხდება. მე რომ “ბარსელონას” პრეზიდენტი ვიყო, ნეიმარს ხვალვე შევიძენდი, ცხადია, თუ ამის შესაძლებლობა მექნებოდა”, – აცხადებს კეიტა ბალდე

ბრაზილიელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში მოედანზე 22-ჯერ გამოჩნდა, მან 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპული და მსოფლიო ფეხბურთი, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, კორონავირუსის გამო დროებით შეჩერებულია და რიგ ჩემპიონატებსა თუ ტურნირებს გაუქმების საფრთხეც ემუქრებათ.

(39)

კეიტა ბალდე: “მე რომ ბარსელონას პრეზიდენტი ვიყო, ნეიმარს ხვალვე შევიძენდი”

სტატიის ავტორი
-