ბარსელონა პირველმა ფეხბურთელმა დატოვა – რაკიტიჩი სევილიაში დაბრუნდა

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი, 32 წლის ნახევარმცველი – ივან რაკიტიჩი, “სევილიაში” დაბრუნდა.

ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანი ავრცელებს და როგორც თავად ამბობს, იგი უკვე ანდალუსიაშია და სამედიცინო შემოწმებას გადის. ხორვატი ნახევარმცელი “სევილიას” ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა. მან ჯამში 117 თამაში ჩაატარა, სადაც თავი გოლით 17-ჯერ გამოიჩინა.

“ბარსელონაში” კი მისი 6 წლიანი კარიერა დასრულებულია. რაკიტიჩი კატალონიურ კლუბში 2014 წელს, სწორედ “სევილიადან” გადავიდა. 6 წლის განმავლობაში, ივანს 200 მატჩი დაუგროვდა, სადაც 25 გოლის გატანა შეძლო.

(4949)

ბარსელონა პირველმა ფეხბურთელმა დატოვა – რაკიტიჩი სევილიაში დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-