ლუის სუარესი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი, ლუის სუარესი შესაძლოა ყოფილ კლუბში, “ლივერპულში” დაბრუნდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Deportes Cuatro ავრცელებს და წერს, რომ მერსისაიდელები ურუგვაელ თავდამსხმელს იმ შემთხვევაში დაიმატებენ, თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდს მოჰამედ სალაჰი დატოვებს.

34 წლის ფორვარდს “როხიბლანკოში” სადებიუტო სეზონი საკმაოდ შედეგიანი აქვს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 შეხვედრაში, მან 19 გოლის გატანა მოახერხა, რა მაჩვენებლითაც ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში ხერარდ მორენოსა და ქარიმ ბენზემასთან ერთად, მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ყოფილ თანაგუნდელსა და საუკეთესო მეგობარს, ლიონელ მესის ჩამორჩება (23 გოლი).

სუარესი პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის მაისურს 2011-14 წლებში ირგებდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 133 შეხვედრაში 82 გოლის გატანა და 47 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

(15)

ლუის სუარესი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს

სტატიის ავტორი
-