მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გამოთქვა აზრი თავისი გუნდის სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ, რომლითაც, სხვადასხვა მედია საშუალების ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” არის დაინტერესებული.

მბაპე მიდის “რეალში”? მთელი ძალით ვიბრძოლებ, რომ კილიანი აქ, “პსჟ-ში” დარჩეს.

ჩვენი კლუბი ყველაფერს აკეთებს, რომ ნეიმარი და მბაპე დარჩეს. ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ კილიანი დარჩება. ორივე მოთამაშეს სერიოზული ვალდებულებები აქვს “პსჟ-ს” მიმართ“, – თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ამ სეზონში, საფრანგეთის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე, პარიზული გრანდის 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 33 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

(19)

მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-