სამპდორია მესის: “ჩვენი-10 ნომრიანი მაისური თავისუფალია”

“სამპდორიას” Twitter-ის ოფიციალურმა გვერდმა საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

იტალიის სერია A-ს გუნდმა ლეო მესის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: “ბოლოს როცა შევამოწმეთ, 10-ნომრიანი მაისური თავისუფალი იყო”.

მას მერე, რაც ლიონელ მესიმ “ბარსელონას” ხელმძღვანელობას კლუბის დატოვების სურვილი აცნობა, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ევროპულმა მედია-საშუალებებმა არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის ყველაზე მეტად კი მანჩესტერ სიტი აქტიურობს.

ასევე იხილეთ: რა შემთხვევაში დარჩება მესი ბარსელონაში?

ასევე იხილეთ: მანჩესტერ სიტი Twitter-ში: “ჩვენი ახალი შენაძენი, რომელიც ამ პლანეტიდან არ არის” 

ასევე იხილეთ: სიტი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს – გვარდიოლას გუნდი პირველ ოფიციალურ შეთევაზებას ამზადებს 

(611)

სამპდორია მესის: “ჩვენი-10 ნომრიანი მაისური თავისუფალია”

სტატიის ავტორი
-