სამუელ ეტო’ომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა 

ვეტერანმა კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტო’ომ პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, განათლებისთვის მეტი დროის დათმობა გადაწყვიტა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო ცენტრში, ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა.

აშშ-ს ყველაზე ძველ უნივერსიტეტში მადრიდის “რეალის”, “ბარსელონას”, “ინტერის” და “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ეკონომიკისა და მენეჯმენტის სპეციალიზებულ კურსს გაივლის. სწავლას კამერუნის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მომავალი წლის პირველივე თვიდან შეუდგება.

“ვიცი, რომ მარტივი არ იქნება, მაგრამ ჰარვარდში სასწავლო პროცესის სირთულეებში ხელს შემიწყობენ“,-თქვა ეტო’ომ.

38 წლის ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე მიმდინარე წელს, ყატარში თამაშის შემდეგ ჩამოკიდა. კარიერის განმავლობაში მან ორი სხვადასხვა კლუბის მაისურით სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

(209)

სამუელ ეტო’ომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა 

სტატიის ავტორი
-