სერხიო რამოსი რეალის ტოპ 5 მოთამაშეს შორის შევიდა

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში, მადრიდის “რეალმა” გასვლით მატჩში “ოსასუნა” ანგარიშით 1:4 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში, სერხიო რამოსმა “რეალის” მაისურით ლა ლიგაში 441-ე მატჩი ჩაატარა (ყველა ტურნირზე 635). ამ მაჩველებლით, მან ლეგენდარული ფერნანდო იერო ჩამოიტოვა და რეიტინგში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

ყველაზე მეტი მატჩი რეალის მაისურით

  1. რაული – 741;
  2. იკერ კასილასი – 725;
  3. მანუელ სანჩისი – 710;
  4. სანტილიანა – 645;
  5. სერხიო რამოსი – 635.

 

(79)

სერხიო რამოსი რეალის ტოპ 5 მოთამაშეს შორის შევიდა

სტატიის ავტორი
-