უიშვიათესი მოვლენა – 32 წლის დებიუტანტი ლა ლიგაში

ენრიკ გალეგო 32 წლის აწ უკვე პროფესიონალი ფეხბურთელია. ის 31 წლისა და 11 თვის ასაკში სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთი კლუბის წევრი გახდა, ეს მისთვის დებიუტი იყო, შესაბამისად სწორედ ამ ასაკში გახდა პროფესიონალი ფეხბურთელი.

მან 4 თვის განმავლობაში 15 გოლის გატანა მოახერხა. გალეგო მომდევნო სეზონს “ხეტაფეს” რიგებში გაატარებს, მადრიდელებმა ის 5.3 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს.

“ვეცდები ჩემი ძალების სრული დემონსტრირება მოვახდინო, შანსი მექნება დიდებული გუნდების წინააღმდეგ თამაშისა, რაც ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა”, – განაცხადა 32 წლის ფეხბურთელმა.

 

(295)

უიშვიათესი მოვლენა – 32 წლის დებიუტანტი ლა ლიგაში

სტატიის ავტორი
-