ლეროი სანეს ბედი გადაწყვეტილია

უცხოური პრესა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრის, ლეროი სანეს ირგვლივ ტრიალებდა, რომელიც “მანჩესტერ სიტის” რიგებში ირიცხებოდა.

გერმანელი გარემარბის სამომავლო ბედს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა ახლა მისი ბედი საბოლოოდ გადაწყვეტილია.

ლეროი სანე საკლუბო კარიერას საკუთარ სამშობლოში გააგრძელებს – Sport Bild-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” დიდხნიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო.

“რეკორდმაისტერსა” და სანეს შორის 5-წლიანი კონტრაქტი სატრანსფერო პერიოდში დაიდება. ერთადერთი, რაც სანესა და “ბაიერნს” ერთმანეთთან აშორებს “მანჩესტერ სიტის” თანხმობა და ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმებაა.

სანემ პრემიერ ლიგის გრანდის რიგებში 134 შეხვედრა ჩაატარა, მან 39 გოლი და 45 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

(65)

ლეროი სანეს ბედი გადაწყვეტილია

სტატიის ავტორი
-