ლევანდოვსკი: ,,ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ სეზონში ბაიერნში ვითამაშო”

მიუნხენის ,,ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, კატალონიის ,,ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:

,,ბარსაში გადასვლა? ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ჩემი მდგომარეობა ნათელია და ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ სეზონში ბაიერნში ვითამაშო. ინფორმაციის გავრცელების დრო მოვა. მალე მომავალზე უფრო მეტს გეტყვით,” – ლევანდოვსკის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.


,,ბაიერნის” დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის თქმით, ლევანდოვსკი ,,რეკორდმაისტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მოგვიანებით ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა.

რამდენიმე დღის წინ, გერმანულ მედიაში დაიწერა, რომ მიუნხენელები 33 წლის თავდამსხმელის გაყიდვას არ გამორიცხავენ და მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.

გასული სეზონი ლევანდოვსკიმ 50 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა.

ლევანდოვსკი: ,,ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ სეზონში ბაიერნში ვითამაშო”

სტატიის ავტორი
-