პსჟ ზენიტთან მალკომის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს მართავს
,,პარი სენ ჟერმენი” ,,ზენიტის” შემტევის, მალკომის ტრანსფერით ინტერესდება და რუსულ გუნდთან მოლაპარაკებების მეორე ეტაპს იწყებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. თავად ფეხბურთელს პარიზულ კლუბში გადასვლა სურს, თუმცა ,,ზენიტს” ,,პსჟ-სგან” ოფიციალური წინადადება ჯერჯერობით არ მიუღია. რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიელის აგენტმა დაადასტურა, რომ პარიზელებთან მოლაპარაკებები ნამდვილად არსებობდა, თუმცა მათ მისთვის კონკრეტული შეთავაზებით არ მიუმართავთ. მიმდინარე სეზონში […]
ნოტინგემი კეილორ ნავასის შეძენით არის დაინტერესებული
ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ცნობით, კეილორ ნავასი უკვე თანხმაა ამ თვეში იჯარით შეუერთდეს “ნოტინგემს”. ტრანსფერის შესასრულებლად მხოლოდ “პარი სენ-ჟერმენის” თანხმობა არის საჭირო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოსტა რიკელ ვარსკვლავს პრემიერ ლიგაში თამაში ძალიან სურს. ჯერ კიდევ 2015 წელს, ის “რეალიდან” “იუნაიტედში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. მიუხედავად ნავასის სურვილისა, გუნდებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ახლა კი, 7 წლის […]
მბაპეს ვიცე-კაპიტნობის გადაწყვეტილებამ კიმპემბე უკმაყოფილო დატოვა
“პაის დე კასელთან” მოგებულ შეხვედრაში, მარკინიოსის არ ყოფნისას, გუნდს კილიან მბაპემ უკაპიტნა. აქამდე, ბრაზილიელი კაპიტნის არ ყოფნის შემთხვევაში, გუნდს პრენსელ კიმპემბე ან მარკო ვერატი ლიდერობდნენ. (კიმპემბე ვიცე-კაპიტანი იყო). მატჩის შემდეგ, რომელშიც მბაპემ 5 გოლი გაიტანა, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ კილიანი ზაფხულიდან ვიცე-კაპიტანი იქნება. ამ ყველაფრის შემდეგ, კიმპემბემ სოციალურ ქსელში უკმაყოფილება არ დამალა […]
Sportskeeda-მ კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში შეიყვანა
ოქროს ბურთი ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზია. აღნიშნულ ჯილდოს სეზონის ბოლოს საუკეთესო მოთამაშეს ფრანგული ჟურნალი France Football გადასცემს. გამარჯვებული მედიის, ეროვნული ნაკრების კაპიტნებისა და მწვრთნელების ხმებით ვლინდება. ამ ჯილდოს უკანასკნელი გამარჯვებული “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბეზნემაა. ჯერ ადრეა, თუმცა, ნელ-ნელა იკვეთება თუ, ვინ იქნებიან 2023 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ჩართულნი. ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ Sportskeeda-მ იმ ფეხბურთელების […]
მბაპე ერთადერთია, ვინც პსჟ-ს მაისურით ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა
კილიან მბაპემ გუშინდელ შეხვედრაში მე-6 დივიზიონის წარმომადგენელს “პაი დე კასელს” 5 გოლი გაუტანა და “პსჟ-ს” ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში პენტა თრიკი შეასრულა. გარდა ამისა, პარიზელთა შემტევმა აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემაც მიითვალა. გალტიეს გუნდმა მეტოქე 7:0 დაამარცხა და საფრანგეთის თასის შემდეგ ეტაპზეც გავიდა. პარიზელების მომავალი მეტოქე “მარსელი” იქნება. ეს შეხვედრა 8 თებერვალს, 23:00 […]
ლეო მესი პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებას არ გეგმავს
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი პარიზულ გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ინფორმაციას ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს. წყაროს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელმა ,,პსჟ-სთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გადაიფიქრა. ლეოსთვის, რომელსაც ,,პარი სენ ჟერმენთან” ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს, პარიზში დარჩენა პრიორიტეტი არ არის. მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პსჟ-ის” მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში […]
პსჟ-ის მომავალი მეტოქის კაპიტანი პარიზული გუნდის ფანკლუბის წევრია
დღეს საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში ,,პარი სენ ჟერმენი” ,,პეი დე კასელს” ეთამაშება, რომლის კაპიტანი – ალექსის ემიიაკი, პარიზული გუნდის ფანკლუბის აქტიური წევრია: ,,თუ მბაპე შეეცდება ჩვენი კარის აღებას, მისი შეჩერება მომიწევს? შესაძლოა, ჩემს თავს ვუთხრა: ,,მოიცა, ის მალე ,,ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშებს. უცნაური გრძნობაა მოედანზე გასვლა და იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, რომლებსაც ტრიბუნებიდან მხარს უჭერდი. ამას ვერასდროს […]
მესი საფრანგეთის თასის შეხვედრას გამოტოვებს
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი ,,პეს დე კასელთან” საფრანგეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციას პარიზული გუნდის ვებგვერდი ავრცელებს. RMC Sport-ის ცნობით, ,,პსჟ-ის” სამწვრთნელო შტაბმა არგენტინელს დასვენებისთვის დამატებითი დრო მისცა. ,,პარი სენ ჟერმენისა” და ,,პეს დე კასელის” შეხვედრა ხვალ, 23:45 საათზეა ჩანიშნული. მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პსჟ-ის” მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 13 გოლი და […]
ევროპის კონტინენტის 2022 წლის საუკეთესო თერთმეტეული IFFHS-ის ვერსიით
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ევროპელი ფეხბურთელებისგან შემდგარი გასული წლის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. გუნდში ყველაზე მეტი, სამი ფეხბურთელი მადრიდის ,,რეალიდანაა”: მეკარე – ტიბო კურტუა (ბელგია, რეალი) მცველები – ტეო ერნანდესი (საფრანგეთი, მილანი), ვან დაიკი (ნიდერლანდები, ლივერპული), გვარდიოლი (ხორვატია, ლაიფციგი), დუმფრისი (ნიდერლანდები, ინტერი) ნახევარმცველები – ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, რეალი), კევინ დე ბრუინე (ბელგია, მანჩესტერ […]
მესი თუ მარადონა? – სკალონიმ საუკეთესო დაასახელა
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ლეო მესისა და დიეგო მარადონას შორის საუკეთესო დაასახელა: ,,თუ ერთი უნდა ავირჩიო, მაშინ მესის დავასახელებდი, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ის ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა მარადონაც ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო. მესის მწვრთნელობა რთული არ არის. ტექნიკურად მას ვერაფერს შეუსწორებ, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში პრესინგთან ან შეტევის მეთოდთან დაკავშირებით, შეგიძლია რაღაც მითითებები მისცე,” […]
მესის ალ ჰილალისგან შეთავაზება არ მიუღია
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს, ლეო მესის, ,,ალ ჰილალისგან” სატრანსფერო შეთავაზება არ მიუღია. ინფორმაციას ესპანელ ჟურნალისტზე, გილემ ბალაგეზე, დაყრდნობით, BBC Sport-ი ავრცელებს. ,,ალ ჰილალისგან შეთავაზება არ ყოფილა. ახლა მესის მოტივაცია ევროპაში დარჩენაა. ის ,,ოქროს ბურთის” მოგების ფავორიტია. ლეო კვლავ ჩემპიონთა ლიგაზეა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დიდი მიზნები აქვს,” – ამბობს ბალაგე. რამდენიმე დღის წინ, არაერთმა […]
ვერატი: ,,ლიგა 1 სერია A-ს ან სხვა ეროვნულ ჩემპიონატს არაფრით ჩამოუვარდება”
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, საფრანგეთის ლიგა 1-ზე ისაუბრა: ,,საფრანგეთში აღმოვაჩინე ახალი ჩემპიონატი, რომელმაც კომფორტის ზონიდან გამომიყვანა. ლიგას თითოეულ ქვეყანაში თავისი სპეციფიკა აქვს. ლიგა 1 ფეხბურთელებისგან მოითხოვს, რომ ფიზიკურად 100%-ით დაიხარჯონ. მე ძალიან მაღალი არ ვარ, მაგრამ ძლიერი ვარ, აქ კი მეტოქეებთან დაპირისპირებისას ძალის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ეს ჩემპიონატი ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარა. აქ თავს მშვენივრად […]