The Daily Star-მა თანახმად, მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის განახლებული სია გამოაქვეყნა, რომელშიც 2022 წლის მონაცემებით სუპერვარსკვლავების ხელფასებია დათვლილი.
საინტერესოა, რომ ამ ნუსხაში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და 5 ოქროს ბურთის მფლობელი, კრიშტიანუ რონალდუ მეექვსე პოზიციამდე დაქვეითდა, ხოლო ჩამონათვალს ლიონელ მესი ლიდერობს.
კონკრეტულად, საუკეთესო ათეული ყოველკვირეული ანაზღაურების მიხედვით ასე გამოიყურება:
10. დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი): 449 161.46 ევრო
9. ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა/ასტონ ვილა): 455 093.70 ევრო
8. ედენ აზარი (მადრიდის რეალი): 456 199.84 ევრო
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი): 461 012.48 ევრო
6. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი): 461 038.91 ევრო
5. კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი): 490 976.50 ევრო
4. გარეთ ბეილი (მადრიდის რეალი): 632 256.24 ევრო
3. ოსკარი (შანხაი პორტი): 646 572.28 ევრო
2. ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი): 725 625.90 ევრო
1. ლიონელ მესი (პარი სენ-ჟერმენი): 1 149 427.41 ევრო