დანი ალვეში ნეიმარს: “სიყვარული საუკეთესო გზაა სიძულვილის დასამარცხებლად” 

ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა ყოფილ თანაგუნდელს ნეიმარს მიმართა. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა ნეიმარსა და ალვარო გონსალესს შორის მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა.

“სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ჩვენ მზად ვართ ადამიანების შთაგონებისკენ. დღეს ადგილი არ არის მათთვის, ვინც სიძულვილს ან რასიზმს გამოხატავს. სიძულვილმა არ გაგიტაცოს, ჩემო ძმაო, გამოხატე ის სითბო და სიკეთე, რაც სულში გაქვს. სიყვარული ერთადერთი გზაა სიძულვილთან საბრძოლველად, მაშინაც კი, თუ ის წამიერად გვიპყრობს. მიყვარხარ, ჩემო პატარა ძმაო”, – დაწერა ალვეშმა Instagram-ში.

37 წლის მცველი და 28 წლის შემტევი ერთად ჯერ “ბარსელონაში”, შემდეგ კი “პსჟ-ში” თამაშობდნენ.

(13)

დანი ალვეში ნეიმარს: “სიყვარული საუკეთესო გზაა სიძულვილის დასამარცხებლად” 

სტატიის ავტორი
-