მეოთხე სამხრეთამერიკელი – პსჟ-ში ეპიდემია მძვინვარებს

კორონავირუსის პანდემიამპსჟ-ში” ფეხი სერიოზულად მოიკიდა. ანხელ დი მარიას, ლენადრო პარედესის და ნეიმარის შემდეგ, COVID19-ით მეოთხე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, მაურო იკარდიც დაინფიცირდა.

ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სჩირა ავრცელებს, “პარი სენ-ჟერმენის” პრესსამსახური კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ფრანგული რადიოს ინფორმაციით, იკარდის გარდა, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის რიგებში კიდევ 3 ინფიცირებულია, რომლის სახელი და გვარიც ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა.

წინა სეზონში პანდემიის გამო, ლიგა 1-ში სეზონი ნაადრევად შეწყდა და ჩემპიონად პარიზული გრანდი გამოცხადდა.

(30)

მეოთხე სამხრეთამერიკელი – პსჟ-ში ეპიდემია მძვინვარებს

სტატიის ავტორი
-