მესის და რონალდუს შემდეგ – FIFA-ს გარეკანზე კილიან მბაპე მოხვდა 

EA Sports-მა FIFA 21-ს გარეკანის ოფიციალური ფოტო წარადგინა.

ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეო-თამაშის ახალ ვერსიას “პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე დაამშვენებს.

ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელისთვის ეს დიდი აღიარებაა, რადგან აქამდე FIFA-ს სხვადასხვა ვერსიების გარეკანზე ისეთი ფეხბურთელები მოხვედრილან, როგორებიც დავიდ ჟინოლა, დევიდ ბექჰემი, დენის ბერგკამპი, პოლ სქოულზი, რობერტო კარლოსი, რაიან გიგზი, ტიერი ანრი, ალესანდრო დელ პიერო, რონალდინიო, ანდრეი შევჩენკო, უეინ რუნი, კაკა, ფრენკ ლამპარდი, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და სხვები არიან.

21 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე, 33 მატჩში 30 გოლი გაიტანა, 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

(37)

მესის და რონალდუს შემდეგ – FIFA-ს გარეკანზე კილიან მბაპე მოხვდა 

სტატიის ავტორი
-