მბაპე ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს – ფრანგის ტრავმის სიმძიმე ცნობილია 

პსჟ-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე სამ კვირას იუქმებს.

პარიზული გრანდის და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, 24 ივლისს, საფრანგეთის თასის ფინალში, “სენტ-ეტიენის” წინააღმდეგ (1:0), ფეხის ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. სამედიცინო შემოწმების შედეგები ცნობილი ცოტა ხანს გახდა, რომლის მიხედვითაც, 21 წლის ვარსკვლავი მოედანზე გასვლას სულ მცირე 3 კვირა და შესაძლოა მთელი თვეც კი ვერ შეძლებს.

16 დღეში, ლიგა 1-ის მოქმედ გამარჯვებულს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი ელის – დიდი ალბათობით მბაპე, ლისაბონში, “ატალანტას” წინააღმდეგ, ვერ ითამაშებს.

(163)

მბაპე ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს – ფრანგის ტრავმის სიმძიმე ცნობილია 

სტატიის ავტორი
-