პოჩეტინომ მონაკოს უარი უთხრა – არგენტინელს დიდი ამბიციები აქვს 

“მონაკოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ფრანგულ კლუბს ნიკო კოვაჩი უხელმძღვანელებს.

თუმცა, შესაძლოა ხორვატი სპეციალისტის ადგილას მაურიციო პოჩეტინო აღმოჩენილიყო. The Athletic-ის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის რობერტო მორენოს გათავისუფლების შემდეგ, პირველი, ვისაც “მონაკოს” ხელმძღვანელობა დაუკავშირდა, სწორედ არგენტინელი იყო.

“ტოტენჰემის” ყოფილმა მესაჭემ “მონაკოს” უარი უთხრა, რადგან მას გაცილებით დიდი ამბიციები აქვს და უფრო მაღალი კლასის გუნდში სურს მუშაობა.

ვრცელდება ხმები, რომ 48 წლის სპეციალისტის დასაქმებით “ბარსელონაა” დაინტერესებული, რომელიც კიკე სეტიენთან განშორებას აპირებს.

(44)

პოჩეტინომ მონაკოს უარი უთხრა – არგენტინელს დიდი ამბიციები აქვს 

სტატიის ავტორი
-