პსჟ და ნეიმარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ

“პარი სენ-ჟერმენი” გუნდის ლიდერთან, ნეიმართან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას L’Équipe-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს, რომ 29 წლის ბრაზილიელთან კონტრაქტის გახანგრძლივება მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ გამოაცხადოს.

აღინიშნა, რომ ხელშეკრულების ძირითადი დეტალები, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი, თებერვალში მოწესრიგდა. ბოლო თვეების განმავლობაში, მხარეებმა განიხილეს სახელფასო და საბონუსე სისტემა.

ცოტა ხნით ადრე, კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარ ვარსკვლავებს, კილიან მბაპესა და ნეიმარს პარიზიდან აბარგების არანაირი მიზეზი არ აქვთ.

მიმდინარე სეზონში, ნეიმარმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 13 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

(3)

პსჟ და ნეიმარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ

სტატიის ავტორი
-