პსჟ-მ 42 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

ლიგა 1-ის მე -3 ტურის მატჩში, “პარი სენ-ჟერმენი” “მარსელთან” დამარცხდა და 42 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა.

წამყვანი სტატისტიკური სააგენტოს Opta Sport-ის ინფორმაციით, 1978/1979 წლების სეზონის შემდეგ, პარიზელებმა პირველად წააგეს ჩემპიონატის საწყის ორ შეხვედრაში და თანაც ისე, რომ ერთი გოლიც არ გაუტანათ.

საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტურში “რეიმსთან” 0:2 წააგო. უქულოდ და ბურთების შეფარდებით – 0:3, ტომას ტუხელის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონატში მე-17 ადგილს იკავებს.

შემდეგ ტურში პარიზელები საშინაო არენაზე, “მეცთან” ითამაშებენ. მატჩი 16 სექტემბერს გაიმართება.

(50)

პსჟ-მ 42 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

სტატიის ავტორი
-