რივალდო: “ნეიმარი სწორ გზაზე დადგა, ასე ოქროს ბურთს მოიგებს” 

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ გამოთქვა მოსაზრება, რომ “პსჟ-ს” თავდამსხმელს, ნეიმარს რამდენჯერმე შეეძლო ოქროს ბურთის მოგება.

ნეიმარმა ქება დაიმსახურა ფეხბურთზე კონცენტრირების გამო. მისი დამოკიდებულება “პსჟ-სთვის” კარგი ნიშანი შეიძლება იყოს ჩემპიონთა ლიგის განახლების წინ. 

ის უკვე 28 წლისაა, ასე რომ, ალბათ თავადაც გრძნობს, დადგა დრო, რომ გახდეს წარმოუდგენელი მოთამაშე. მას ორჯერ ან სამჯერ შეეძლო ოქროს ბურთის საკმაოდ მარტივად მოპოვება. 

ფეხბურთელისთვის ადვილი არ არის მხოლოდ ფეხბურთზე ფოკუსირება მაშინ, როდესაც მის გარშემო ამდენი ხმაურია ატეხილი, მაგრამ ნეიმარი ამას ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ მოედანზე მიღწეული შედეგებით ცდილობს კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემას. ეს მე ძალიან მახარებს. მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ და მინდა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ის შეძლებს ამ ახალი დამოკიდებულების შენარჩუნებას. ახლა ის აშკარად სწორ გზაზეა”, – ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთი 1999 წელს, “ბარსელონაში” თამაშის დროს მოიგო.

(79)

რივალდო: “ნეიმარი სწორ გზაზე დადგა, ასე ოქროს ბურთს მოიგებს” 

სტატიის ავტორი
-