ვარიანტი სამშობლოდან – ზიდანს საფრანგეთიდან დაუკავშირდნენ 

როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან, “პარი სენ-ჟერმენი” მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის გადაბირებით დაინტერესდა.

El Chiringuito TV Twitter–ში ავრცელებს ცნობას, რომ ფრანგები თანამემამულე სპეციალისტის სამსახურით ინტერესდებიან და უფრო მეტიც, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ზიზუს უკვე დაუკავშირდა კიდეც.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, ფლორენტინო პერესმა ზიდანს სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი მისცა, საიდან პირველიც გუნდმა “ბარსელონასთან” ელ კლასიკოში გამარჯვებით (3:1) დაასრულა, მეორეს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” წინააღმდეგ, 28 ოქტომბერს გამართავს.

ზიდანის სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ მადრიდის რეალთან ასოცირდება. 2013 წელს ის კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახდა, 2016 წელს კი რაფაელ ბენიტესი ჩაანაცვლა, 2 წლის წინ მან კლუბი დატოვა, შარშან კი თანამდებობას დაუბრუნდა. საერთო ჯამში, “სამეფო კლუბში” გატარებულ პერიოდში 48 წლის სპეციალისტმა 11 ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

(35)

ვარიანტი სამშობლოდან – ზიდანს საფრანგეთიდან დაუკავშირდნენ 

სტატიის ავტორი
-