ლორის კარიუსი შესაძლოა „ბეშიქთაშში“ გადავიდეს

The Mirror-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” გერმანელმა მეკარემ, ლორის კარიუსმა შესაძლოა გუნდი შეიცვალოს. 25 წლის კიპერით თურქული “ბეშიქთაში” ინტერესდება, რომელსაც კარიუსის ტრანსფერი იჯარის წესით სურს.

ამ ეტაპზე ორ გუნდს შორის მოლაპარაკება მიმდინაორებს და იმის გათვალისწინებით, რომ ბრაზილიელი ალისონის “ლივერპულში” ტრანსფერის შემდეგ კარიუსმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

კარიუსმა “ლივერპულში” 49 თამაში ჩაატარა, საიდანაც კარის მშრალად შენახვა 22-ჯერ შეძლო. თუმცა სწორედ ახალგაზრდა კიპერი გახდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულის მარცხის მთავარი მიზეზი, რადგან მისმა შეცდომების წყალობით „რეალმა“ 2 ბურთის გატანა შეძლო.

(80)

ლორის კარიუსი შესაძლოა „ბეშიქთაშში“ გადავიდეს

სტატიის ავტორი
-