მბაპეს მამა: “ეს უკვე შემაწუხებელია”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “პსჟ”-ს ვარსკვლავის, კილიან მბაპეს მამამ, ვილფრიდ მბაპემ შვილის შესახებ ისაუბრა.

ფეხბურთელის მამის განცხადებით, ის მედიაში გავრცელებულ ყველა ჭორს კითხულობს და ამ ყველაფრით დაიღალა.

“ყოველთვის ვკითხულობ, რომ კილიანის შეძენა “რეალსა” და სხვა გუნდებს სურთ, ეს კი ძალიან შემაწუხებელია.

მართალია, რომ ჩემი შვილი საჯარო ადამიანია, თუმცა ჩვენს ოჯახს მოსვენება სჭირდება,” – თქვა მბაპეს მამამ.

მბაპეს მამა: “ეს უკვე შემაწუხებელია”

სტატიის ავტორი
-