ნეიმარი ისევ ბარსელონაზე ფიქრობს – ბრაზილიელი მესის ესაუბრა 

ესპანური გამოცემების რწმუნებით, ნეიმარს “ბარსელონაში” დაბრუნების სურვილი კვლავაც ამოძრავებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიის დედაქალაქში იმყოფებოდა, სადაც ლუის სუარესის დაბადების დღეს დაესწრო და ლეო მესის უთხრა, რომ მომავალ სეზონში, “ბლაუგრანაში” დაბრუნების ოცნებას რეალობად აქცევდა.

27 წლის თავდამსხმელი “პარი სენ-ჟერმენს” 2017 წლის ზაფხულში, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ფას 222 მილიონ ევროდ შეუერთდა, მანამდე კი 4 წელი სწორედ ესპანეთის მოქმედ ჩემპიონში ჰქონდა გატარებული.

(72)

ნეიმარი ისევ ბარსელონაზე ფიქრობს – ბრაზილიელი მესის ესაუბრა 

სტატიის ავტორი
-