ალექსის სანჩესმა ინტერის ქომაგებს მიმართა 

მას მერე, რაც ალექსის სანჩესი მილანის “ინტერმა” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” სრულფასოვნად დაიხსნა, ჩილელმა ფეხბურთელმა “ნერაძურის” ქომაგებს მიმართა.

“მოგესალმებით “ინტერის” გულშემატკივრებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ვრჩები, მეს ეს ძალიან მინდოდა. აქ მე ოჯახი ვიპოვე, კლუბში, როგორც პერსონალში, ისე გუნდში შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ, რომელთა მიზანიც რაღაც დიდის მოგებაა. ძალიან მინდა, რომ “ინტერთან” ერთად ტიტული მოვიგო.

გახარებული ვარ, რომ აქ კიდევ დიდხანს ვიქნები და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ დიდ გამარჯვებას”, – თქვა სანჩესმა კლუბის Twitter-ის ოფიციალური გვერდის ვიდეოში.

31 წლის შემტევი “ინტერს” გასულ ზაფხულს, “წითელი ეშმაკებიდან” იჯარის წესით შეუერთდა და მას მერე, 30 მატჩში 4 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მას იტალიურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

(18)

ალექსის სანჩესმა ინტერის ქომაგებს მიმართა 

სტატიის ავტორი
-