არსენალის ხელმძღვანელობა ემერის მხარს უჭერს

გუშინდელი მარცხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია , რომ თითქოს ლონდონელთა ხელმძღვანელობა უნაი ემერის გაშვებას აპირებდა, მაგრამ ახლა ვრცელდება ინფორმაცია , რომ კროენკე ესპანელ სპეციალისტს მხარს უჭერს , ენდობა და თვლის , რომ გუნდი სწორ გზაზე დგას.

ჟურნალისტები დაუკავშირდნენ კროენკეს და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

არსენალის ბოსმა უპასუხა , რომ უნაი ემერი აუცილებლად იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი 23 ნოემბერს “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში . ხელმძღვანელობა სრულ ნდობას უცხადებს ესპანელს და თვლის , რომ გუნდი სწორად ვითარდება.

ხელმძღვანელობა ასევე აღიარებს, რომ “ლესტერი” საკუთარ სტადიონზე ძალიან ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალაა. კლუბმა კი მაქსიმალურად კარგი თამაში აჩვენა.

გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. ჩვენ გვჯერა , რომ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას , თუ გარე ფაქტორები არ შეგვიშლის ხელს” – განაცხადა კროენკემ

არსენალის ხელმძღვანელობა ემერის მხარს უჭერს 1

ლესტერთან მარცხის შემდეგ “არსენალის” მესვეურებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ვიდეო რეფერის თაობაზე. ისინი თვლიან , რომ გუშინდელ შეხვედრაში “VAR” სისტემა არსენალის საწინააღმდეგოდ შეცდა.

(27)

არსენალის ხელმძღვანელობა ემერის მხარს უჭერს

სტატიის ავტორი
-