დავიდ ლუიზის არსენალში გადასვლას ჩელსის ფანები ორიგინალურად გამოეხმაურნენ

ოფიციალურად – დავიდ ლუიზი ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელია – იგი “მეთოფეთა” შემადგენლობაში 2 წლის განმავლობაში იმუშავებს.

ბრაზილიელი მცველის პრინციპული მეტოქის შემადგენლობაში გადასვლას “ჩელსის” გულშემატკივრები ორიგინალურად გამოეხმაურნენ – დავიდ ლუიზი იტალიური რესტორანს, სახელწოდებით “ბაბოს” ფლობს. “ჩელსის” გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, რომ TripAdvisor-ზე შესულიყვნენ და ლუიზის რესტორნისთვის ძალიან ცუდი შეფასებები დაეწერათ.

TripAdvisor ტურისტებისთვის განკუთვნილი ვებგვერდია, სადაც ტურისტები სხვადასხვა რესტორნებსა თუ სანახაობებს შეფასებებს უწერენ. დავიდ ლუიზის რესტორანს კი “ჩელსის” გულშემატკივრებმა ასეთი შეფასებები დაუწერეს: “ყველაზე ცუდი ადგილი, სადაც კი წასვლა შეიძლება. ძალიან ცუდი მომსახურება და საშინელი საკვები, რასაც ემატება ის, რომ სამზარეულოდან დიდი ვირთხა გამოვიდა.”

ასევე ვკითხულობთ: “თეფშზე ხუჭუჭა თმები ეყარა, იატაკზე კი – ვირთხის განავალი. ამ ადგილს არავის ვურჩევ.”

დავიდ ლუიზის არსენალში გადასვლას ჩელსის ფანები ორიგინალურად გამოეხმაურნენ 1

დავიდ ლუიზის არსენალში გადასვლას ჩელსის ფანები ორიგინალურად გამოეხმაურნენ 2

(99)

დავიდ ლუიზის არსენალში გადასვლას ჩელსის ფანები ორიგინალურად გამოეხმაურნენ

სტატიის ავტორი
-