მანჩესტერ სიტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

“მანჩესტერ სიტი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ კაილ უილქერს, გაბრიელ ჟესუსსა და სახელმძღვანელო შტაბის 2 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებულები თვითიზოლაციაში არიან გადასული და ისინი ჯანდაცვის სექტორის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებენ. კლუბის წევრები მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ”, – ვკითულობთ “ქალაქელთა” განცხადებაში.

ჟესუსი და უოლკერი პეპ გვარდიოლას გუნდს “ნიუკასლის” წინააღმდეგ ვეღარ დაეხმარებიან. ასევე სავარაუდოა, რომ მათ “ევერტონთან” და “ჩელსისთან” დაპირისპირების გამოტოვებაც მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათ, “არსენალის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მონაწილეობა ორივე ფეხბურთელმა მიიღო.

პრემეირ ლიგაში ვირუსის გავრცელების ახალი ტალღის შესახებ შიშობენ. კვირის განმავლობაში, გუნდებში ტესტირება 2-ჯერ ჩატარდება.

(9)

მანჩესტერ სიტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

სტატიის ავტორი
-