რაიან გიგზი ლუკაკუს აკრიტიკებს და კანტონას იხსენებს

“ლივერპულთან” მარცხის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მოქმედი ფეხბურთელები არაერთმა ყოფილმა ვარსკვლავმა გააკრიტიკა, მათ შორის აღმოჩნდა “წითელი ეშმაკების” ლეგენდარული მარცხენაფლანგელი რაიან გიგზი, რომელმაც იერიში რომელუ ლუკაკუზე მიიტანა.

“წლების წინ ჩვენ ერიკ კანტონა გვყავდა, რომელიც არაფრისგან ჰქმნიდა მომენტებს, ჩვენ სწორედ ასეთი ფორვარდები გვჭირდება, თუმცა სამწუხაროდ ახლა გვყავს ლუკაკუ, რომელიც პირიქით ყველა კარგად შექმნილ მომენტსაც კი ანიავებს” – განაცხადა რაიან გიგზმა.

გუშინ რომელუ ლუკაკუ ბურთს სულ 20-ჯერ შეეხო, რაც მისი პირადი ანტირეკორდია, რაც ყველაზე საინტერესო იგი ბურთს მეტოქის საჯარიმოშიც და თავის საჯარიმოშიც 4-4-ჯერ შეეხო.

(146)

რაიან გიგზი ლუკაკუს აკრიტიკებს და კანტონას იხსენებს

სტატიის ავტორი
-