რემსი იუვენტუსს აზარალებს?! – უელსელი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

აარონ რემსი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელის დამატებით სამი ინგლისური გრანდი, “ჩელსი”, “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან.

უკვე ცნობილია, რომ სამივე მათგანმა “ბებერ ქალბატონს” ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. როგორც ირკვევა, უელსელი ნახევარმცველის ტრანსფერის განხორციელებაზე უარს არც “ბიანკონერიში” აცხადებენ და დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ. ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ კლუბს კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ფინანსური პრობლემები შეექმნა, ხოლო რემსის ხელფასი ყოველკვირეულ 445 000 ევროს შეადგენს, რაც ბიუჯეტს საკმაოდ აზარალებს.

29 წლის ფეხბურთელი 2008-19 წლებში “არსენალში” გამოდიოდა, შარშან ზაფხულში კი “ზებრებს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, 24 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

(28)

რემსი იუვენტუსს აზარალებს?! – უელსელი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

სტატიის ავტორი
-