სანჩო: “მინდა, რომ რონალდუსა და მესის დავემსგავსო”

დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი, ჯეიდონ სანჩო ცოტა ხნის წინ, Goal.com-მა საუკეთესო 19-წლამდე მოთამაშედ დაასახელა.

ინგლისელმა ტალანტმა დღევანდელი მიღწევის შემდეგ, ინგლისურ პრესასთან ისაუბრა.

“მადლობას გიხდით ყველაფრისთვის. ოჯახის წევრები ნამდვილად ამაყობენ ჩემით.

ძალიან მინდა, რომ ოქროს ბურთი მოვიგო და დავემსგავსო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: მესი, რონალდუ, რონალდინიო და მოდრიჩი.

ჩამოთვლილი ფეხბურთელები ყველა იმ ადამიანისთვის არიან მისაბაძები, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ,” – თქვა ჯეიდონ სანჩომ.

სანჩო: “მინდა, რომ რონალდუსა და მესის დავემსგავსო”

სტატიის ავტორი
-