ახალი კონტრაქტი სასურველი პირობებით – რომასთვის ჯეკო მნიშვნელოვანია 

“რომამ” ედინ ჯეკოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რომაული კლუბი ბოსნიელ თავდამსხმელს ხელშეკრულების 2023 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს, რა დროშიც მისი ანაზღაურება გაიზრდება და ყოველწლიურ 6 მილიონ ევროს შეადგენს.

34 წლის ფეხბურთელი “ჯალოროსის” 2016 წელს, “მანჩესტერ სიტიდან” შეუერთდა და მისი ამჟამინდელი კონტრაქტი გაისად სრულდება.

“მგლების” მაისურით ედინ ჯეკომ 212 მატჩში ითამაშა და 104 გოლის გატანასთან ერთად, 45 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.

(20)

ახალი კონტრაქტი სასურველი პირობებით – რომასთვის ჯეკო მნიშვნელოვანია 

სტატიის ავტორი
-