ალვარო მორატა: “ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსის მაისურით ვთამაშობ” 

ტურინის “იუვენტუსში დაბრუნებულმა” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ, კიევის “დინამოს” წინააღმდეგ დუბლის შესრულების შემდეგ, საკუთარ თამაშზე კომენტარი გააკეთა.

“ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაში “იუვენტუსის” მაისურით ვთამაშობ. კარგად მახსოვს 2015 წელს ჩატარებულ ტურნირში ჩვენი გუნდის ბოლო მატჩი “ბარსელონასთან” ფინალში და ეს მოგონებები არც ისე სასიამოვნოა. თუმცა, ახალი სეზონის დაწყებისთანავე, ჩნდება ახალი შესაძლებლობა ბოლომდე გასასვლელად და ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით ამის გაკეთებას”, – თქვა ესპანელმა ფორვარდმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.

27 წლის ფეხბურთელი “ბებერ ქალბატონში” ერთწლიანი იჯარით მადრიდის “ატლეტიკოდან” გადაბარგდა და სამ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

(9)

ალვარო მორატა: “ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსის მაისურით ვთამაშობ” 

სტატიის ავტორი
-