ანდრეა ბელოტიმ 43 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში, მილანის “ინტერმა” შინ, “სან სიროზე“, “ტორინოს” 3:1 მოუგო.

სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ანდრია ბელოტიმ გაიტანა. იტალიელი თავდამსხმელისთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი მე-15 გოლი გახლდათ, რა შედეგითაც ის ტურინული კლუბის ისტორიაში შევიდა.

აქამდე, ბოლო 43 წლის განმავლობაში, “ტორინოს” არცერთი ისეთი ფეხბურთელი არ ჰყოლია, რომელმაც მიჯრით ორ გათამაშებაში სულ მცირე 15 გოლის გატანა მოახერხა. ბოლოს ასეთი რამ 1975-77 წლებში ფრანცესკო გრაციანიმ და პაოლო პულიჩიმ შეძლეს.

ბელოტის გუნდს იტალიის ელიტარულ დივიზიონში მე-16 პოზიცია უკავია და გასავრდნ ზონას 5 ქულა აშორებს. შემდეგ შეხვედრას “ტორინო” 16 ივლისს, “ჯენოას” წინააღმდეგ გამართავს.

(43)

ანდრეა ბელოტიმ 43 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა

სტატიის ავტორი
-