ანდრეა პირლო: “საჩქაროდ თავდამსხმელი მჭირდება” 

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო ამბობს, რომ მის გუნდს რაც შეიძლება მალე თავდამსხმელის დამატება სჭირდება.

“ვცდილობ სხვადასხვა ვარიანტის დანერგვას, პირველ ნახევარს 4 მცველით ვთამაშობთ, შემდეგ სამზე გადავდივართ. გუნდში უნდა იყოს ენთუზიაზმი, ბიჭები ეჩვევიან ახალი ტიპის საქმეს და თავს კარგად გრძნობენ. 

ახლა ყველაზე მეტად თავდამსხმელი მჭირდება, თანაც რაც შეიძლება მალე, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ხანგრძლივია და ოქტომბრის დასაწყისამდე დრო გვაქვს.

არსებობს იმედი, რომ გულშემატკივართა ნაწილს მაინც მიეცემა სტადიონებზე შესვლის უფლება. ჩვენ გვჭირდება ისინი, ისევე როგორც მთელს იტალიურ და ევროპულ ფეხბურთს.

რონალდუ კარგ ფორმაშია. მან როგორც სანაკრებო მატჩებისას, ისე ჩვენს მოსამზადებელ პროცესში თავი კარგად წარმოაჩინა”, – თქვა იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ.

13 სექტემბერს, “ბებერმა ქალბატონმა” “ნოვარასთან” ამხანაგური მატჩი გამართა და 5:0 იმარჯვა. გოლები კრიშტიანუ რონალდუმ, აარონ რემზიმ, მარკო პიაცამ და მანოლო პორტანოვამ გაიტანეს.

(126)

ანდრეა პირლო: “საჩქაროდ თავდამსხმელი მჭირდება” 

სტატიის ავტორი
-